ნაგელსმანი: “რაც ხედირამ რონალდუზე მითხრა, შთამბეჭდავია”

თარიღი: დეკემბერი 28, 2020

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტი აღფრთოვანებულია იმით, რაც მას კრიშტიანოს თანაგუნდელმა, სამი ხედირამ უთხრა.

“გარედან ხედავ ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს იახტაზე გადაღებულ ფოტოს. თუმცა, რაც სამი ხედირამ რონალდუს პროფესიონალიზმზე მითხრა, შთამბეჭდავია. ის ვარჯიშზე პირველი მიდის და ტერიტორიას ბოლოს ტოვებს. ამავდროულად, თბილი ადამიანია. ეს მიქსი ნამდვილად შთამბეჭდავია”, – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები