ნაინგოლანი: “იუნაიტედი” და “ჩელსი” მიწვევდნენ, მაგრამ იტალიაში დარჩენა ვამჯობინე”
მილანის “ინტერის” ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი მიიჩნევს, რომ იტალიაში დარჩენა სრულიად სწორი გადაწყვეტილება იყო. ბელგიელი ფეხბურთელი აპენინის ნახევარკუნძულზე 16 წლის ასაკში გადაბარგდა და ამ დრომდე იქ თამაშობს.
“იტალიიდან წასვლის არაერთი შანსი მქონდა, მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ: სიტუაციაში ბოლომდე უნდა გავერკვე, უნდა გავიგო, სად ვიცხოვრებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას.
ჩემდამი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდა, მაგრამ მე მრავალი ფაქტორის გამო “რომაში” დარჩენა ვამჯობინე. გარდა ამისა, ჩემით ლონდონის “ჩელსიც” იყო დაინტერესებული. დიდ თანხას მთავაზობდნენ. “ჩელსიც” დიდი კლუბია, მაგრამ იტალიაში დარჩენა გადავწყვიტე.
იტალია ძალიან მომწონს: ტრადიცია, კულტურა, ცხოვრების წესი. ამ ყველაფერს კარგად ვერგები”, – ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ რაჯა ნაინგოლანი მიმდინარე წლის ზაფხულში “რომადან” მილანის “ინტერში” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.