ნაინგოლანი: “მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებდი”
“რომას” ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვედრას იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესმა ნაინგოლანი 23-კაციან შემადგენლობაში არ შეიყვანა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
“თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას არ მაძლევენ, მაშინ ბრძოლას შევწყვეტ. მუნდიალზე თამაში ჩემი ოცნება იყო და ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდი. ნიღბით ვერ ვივლი – ის ვარ, ვინც ვარ, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ვერაფერს შევცვლი. ედენ აზარმა, მარუან ფელაინიმ გამამხნევეს და მითხრეს, რომ სიმშვიდე უნდა შემანარჩუნებინა. ბელგიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია”, – ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს Football Italia.