ნაინგოლანმა “პრემიერ ლიგაში” მოთამაშე გუნდი უარით გაისტუმრა
ბელგიის ნაკრებისა და “რომას” ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა ჯერ კლუბში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, შემდეგ კი “ევრო 2016”-ზე ეროვნული ნაკრების მაისურით ხუთ მატჩში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. მისი ასეთი წარმატებული ასპარეზობა მხედველობის მიღმა არ დარჩენიათ “ჩელსის” მესვეურებს.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელსა და “არისტოკრატების” მწვრთნელ, ანტონიო კონტეს შორის იყო კონტაქტი ტრანსფერის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ, თვითონ მოთამაშემ დაუდასტურა უცხოურ გამოცემებს. თუმცა, საბოლოოდ, რაჯამ უარი განაცხადა ინგლისურ გრანდში გადასვლაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბელგიელმა შემდეგი რამ თქვა:“დიახ, “ჩელსის” ხელმზღვანელობისგან იყო ჩემდამი ინტერესი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ვესაუბრე “რომას” სპორტულ დირექტორს, საბატინის და, საბოლოოდ, გუნდში დარჩენა გადავწყვიტე.”
შეგახსენებთ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს რომაელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.