ნაინგოლანმა “რომას” ფანებს ბოდიში მოუხადა

თარიღი: მაისი 3, 2018

“რომას” ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა “ლივერპულთან” დასრულებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

როგორც იცით, “რომამ” “ლივეპრული” “სტადიო ოლიმპიკოზე” 4:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში (7:6) ფინალში ლივერპულელები გავიდნენ. რომში გამართული შეხვედრის პირველი გოლი მერსესაიდელებმა ნაინგოლანის შეცდომის შემდეგ გაიტანეს, ამის შემდეგ კი ბელგიელმა სტუმართა კარი ორჯერ აიღო.

“ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ… ვწუხვარ ჩემი შეცდომის გამო. ჩვენ წინ მივდივართ…” – წერს ნაინგოლანი Instagram-ში.

მსგავსი სიახლეები