ნაკრები 22 ფეხბურთელით სარაევოში ჩაფრინდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სარაევოში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს 22 მარტს გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ სარაევოს საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.
ამ ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული შემადგენლობის 22 ფეხბურთელი უკვე ჩავიდა. სამხრეთ კორეული “ულსან ჰიუნდაის” ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება.
2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტია გამოძახებული. “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიშისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)