ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება

თარიღი: ივლისი 13, 2019

დღეს ღამით ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მიემგზავრება 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ორშაბათს აქვს კლაიპედაში, სვიტურიო არენაზე, ჩრდილო მაკედონიის წინააღმდეგ. ტურნირი 21 ივლისს დასრულდება.

ნაკრების შემადგენლობაში 16 ხელბურთელია საქართველოს 6 კლუბიდან. ტურნირის ასაკობრივი ცენზი 19-წლამდეა, თუმცა, ჩვენს გუნდში ამ ასაკის სულ 3 მოთამაშეა, დანარჩენ ცამეტს კი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს თბილისის სპორტის სასახლეში, 3-11 აგვისტოს.

შესაბამისად, კლაიპედას ტურნირი თბილისის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, ისევე როგორც საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ჩემპიონატი, რომელშიც ნაკრები, თბილისის „ოლიმპიის“ სახელით, მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კარგი სათამაშო პრაქტიკა დააგროვა.

მაკედონიის გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან ლიტვა და შვეიცარია, ხოლო მეორე ჯგუფში ჩეხეთი, თურქეთი, ფარერის კუნძულები და კოსოვო თამაშობენ. 20 და 21 თებერვალს 2-2 უძლიერესი ბრძოლას პირველობისთვის განაგრძობს, ხოლო დანარჩენები – მე-5-8 ადგილებისთვის.

კლაიპედიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრები მცირე ხნით დაისვენებს და 17-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს დაიწყებს.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ფარერები, კოსოვო

B ჯგუფი: ლიტვა, მაკედონია, შვეიცარია, საქართველო

15 ივლისი, 18:00 მაკედონია – საქართველო; 16 ივლისი, 20:00 საქართველო – ლიეტუვა

18 ივლისი, 18:00 შვეიცარია – საქართველო. 20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი

საქართველოს ნაკრები

GK: 33. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

LW: 14. ქეთი იაშვილი (2000, მამული), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა), 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა)

RW, RB: 93. ლანა გოგია (2002, ფოთი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)

P: 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა), 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი)

LB, CB: 18. ანა ქებაძე (2000, პეგასი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია)

მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, მენეჯერი: ლანა მარგიანი

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ვინ იქნება ხვალ – 6 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე გამოვა საქართველოს თავისუფალი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, ნახევარფინალი გენო პეტრიაშვილი – ამირ ჰოსეინ ზარე იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“მოგმართავ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში!”

საქართველოს ძალოსანთან ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ჭინჭარაული, მეგობრებს და ნათესავებს თხოვნით […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 1/4-ფინალი გენო პეტრიაშვილი – ჟივეი დენგი (ჩინეთი) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 1/8-ფინალი გენო პეტრიაშვილი – დიააელდინ აბდელმოტალები (ეგვიპტე) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ბეჰდად სალიმის რეაქცია ლაშა ტალახაძის ახალ რეკორდზე (ფოტო, ვიდეო)

4 აგვისტოს, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსანმა ტოკიოში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლით?

4 აგვისტოს ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოიგო და პირველი სპორტსმენი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვინ იქნება ხვალ – 5 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი იასპარეზებს. ორივე მათგანი წინასარი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძეზე?

4 აგვისტოს ლაშა ტალახაძე კარიერაში მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გიორგი ასანიძე: “საქართველოს გაუმარჯოს! ჯერ სადა ვართ…”

გიორგი ჭინჭარაულის ვიდეო დაჯილდოვების ცერემონიალიდან...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“არც შენ ხარ ნორმალური” – ბექაური ლაშა ტალახაძეს (ფოტო)

4 აგვისტოს, ლაშა ტალახაძემ კარიერაში მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. 27 წლის ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიადა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: “ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. “მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რა...
წაკითხვა