ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი მოიგო

თარიღი: აგვისტო 29, 2014

ეროვნული ჩემპიონატიდან მოწვეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი ცხინვალის “სპარაკთან” ჩაატარა და შეხვედრა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.

მატჩი ორი 30 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და მონაწილეობის საშუალება განაცხადში მყოფ თითქმის ყველა მოთამაშეს მიეცა.

პირველი ნახევარი ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, “მესხზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი გამოირჩეოდა. რამდენიმე სახიფათო მომენტი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა. მომენტი დოლიძესაც შეექმნა.

მეორე ტაიმი გველესიანის მომენტით გაიხსნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე “დინამოს” მცველმა ყველას დაასწრო და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა. “სპარტაკის” მეკარემ სოსლან ნანიევმა იყოჩაღა და ბურთი მოიგერია. თუმცა, შემდეგ ეპიზოდში ნანიევმა საკუთარი გუნდი ვეღარ გადაარჩინა. დასარტყმელ პოზიციაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილ პარუნაშვილს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მალევე ნაკრებმა მეორე გოლიც გაიტანა. ჯიღაურის დარტყმულზე ნანიევმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა და დამატებაზე ყველას თედორე გრიგალაშვილმა დაასწრო, რომელმაც საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.

გატანის შანსი “სპარტაკსაც” ჰქონდა. თუმცა, ლექვთაძე-შინდაგორიძის კომბინაციის შემდეგ ქვილითაიამ დამაჯერებლად ითამაშა.

მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, ბოლნისის “სიონთან” გამართავს.

საქართველო 2:0 სპარტაკი

გოლები: პარუნაშვილი, თ.გრიგალაშვილი.

საქართველო: მიგინეიშვილი, ღონღაძე, გველესიანი, გრიგალაშვილი, ფოფხაძე, ცინცა, ძარია, პაპავა, პაპუნაშვილი, დოლიძე, გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ჭანტურია, ჯიღაური, პარუნაშვილი, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე, ქვილითაია. 

სპარტაკი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, მუმლაძე, მაქაცარია, ბურძენაძე, თექთურმანიძე, ივანიშვილი, მერებაშვილი, მახარობლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნანიევი, ჭეჭელაშვილი, შენგელია, ლექვთაძე, ქემოკლიძე, კემუხტაშვილი, ფოცხვერია, სეფიაშვილი, შინდაგორიძე. 

საქართველო_სპარტაკი_79479734562 საქართველო_სპარტაკი_7947978528 საქართველო_სპარტაკი_79479733 საქართველო_სპარტაკი_79479324 საქართველო_სპარტაკი_7947974 საქართველო_სპარტაკი_7947647 საქართველო_სპარტაკი_7947563 საქართველო_სპარტაკი_794797

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მიმართვა მთავრობას: ფეხბურთი მეტია, ვიდრე ქორწილი!

Uefa-ს გადაწყვეტილებით, სანაკრებო მატჩებზე სტადიონის ტევადობის მიხედვით, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30% დასწრებას შეძლებს. “დინამო არენაზე” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ათკაციანმა “ბარსელონამ” “სელტა” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

“ვილიარეალთან” ლა ლიგის გახსნით მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რონალდ კუმანის “ბარსელონამ” “ესტადიო დე ბალაიდოსზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილი: “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”

კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. როგორც იცით, უკრაინული [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხავიერ ძანეტი: “რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ჩვენს სიტყვას ვიტყვით”

მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ “ნერაძურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს უნდა ნახოთ – ევროპის ლიგის მატჩში წლის ერთ-ერთი კურიოზული გოლი გავიდა (ვიდეო)

ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, “კოპენჰაგენსა” და “რიეკას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა მე-20 წუთზე ასეთი გოლით […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანების დაშვება? უეფამ გადაწყვეტილება მიიღო, ჯერი საქართველოს მთავრობაზეა

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ძალიან მალე პასუხი გაეცემა საქართველოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისა და დაჯილდოების ცერემონიაზე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის პარალელურად სხვადასხვა პოზიციების მიხედვით გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უკვე ცნობილია, თუ როგორ გადანაწილდნენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჯენოა”—”ტორინო” გადაიდო

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში “ჯენოასა” და “ტორინოს” შორის გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი გენუელთა შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვასილ მაისურაძემ 21-წლამდე ნაკრების შეცვლილი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას გორში გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

წარმოუდგენელი გოლი ამერიკაში (ვიდეო)

დენი ბარერას გოლი “ფილადელფიას იუნიონის” კარში იხილეთ ვიდეო Voilà une nouvelle qui va faire plaisir […]...
წაკითხვა