ნანი: “ევრო 2016-ზე ფავორიტები ვიქნებით”
პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, მის ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია.
“გვინდა, მოვიგოთ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი. აუცილებელია, რომ ტურნირს მორალურად მომზადებულნი შევხვდეთ და საკუთარი თავი ფავორიტად მიგვაჩნდეს. ჩვენი გუნდი გამარჯვებას შეეცდება. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ყველა ბოლომდე დაიხარჯება. იმედი მაქვს, ჩვენი დროც დადგება”, – აცხადებს ლუიშ ნანი.
“შემიძლია თუ არა პორტუგალიაში დაბრუნება? მე პროფესიონალური დონის ფეხბურთელი ვარ. თუ “ბენფიკა” ან “პორტუ” ჩემით დაინტერესდება, მაშინ ვფიქრობ, ეს კარიერის გაგრძელების კარგი ვარიანტი იქნება, რატომაც არა?”, – დაასრულა “ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, 2005-2007 წლებში და 2014-2015 წლების სეზონში ნანი ლისაბონის “სპორტინგის” ღირსებას იცავდა. ამ გუნდის მაისურით მან 85 მატჩის ჩატარება და 16 ბურთის გატანა მოასწრო.