ნანი იუვენტუსს შეუთანხმდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერი ლუიშ ნანი კლუბის შესაცვლელად მზადაა. ცნობილი იტალიური გამოცემების თანახმად ნანი “იუვენტუსში” წასვლამდე თავისუფალი აგენტი გახდება.
პორტუგალიელის აგენტი პასტორელო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მიმდინარე კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ნანის “იუნაიტედთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.
ეს ამ ტრანსფერის ერთი ვარიანტია, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ ნანი არ გახდება თავისუფალი აგენტი “იუვენტუსი” მაინც შეიძენს მას.
ტურინელები მზად არიან პორტუგალიელში 20 მილიონი გადაიხადონ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/