ნანი: “ფერგიუსონმა მე და გიგზი გასახდელში მოგვკლა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ 2010 წელს “ფულჰემის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გაიხსენა.
როცა ანგარიში მანჩესტერელთა სასარგებლოდ 2:1 იყო, პორტუგალიელმა შემტევმა 87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ორ წუთში კი “ფულჰემმა” ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
“ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. პენალტი მოვიპოვეთ. თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი რაიან გიგზი იყო, მაგრამ ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი, ბურთი მე ავიღე და გიგზმაც არაფერი მითხრა. პენალტი ვერ გამოვიყენე. რომ გამეტანა ანგარიში 3:1 გახდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში ფერგიუსონმა მომკლა. მან მითხრა: “ნანი, როგორ ფიქრობ, ვინ ხარ? ვინ მოგცა პენალტის შესრულების უფლება? რაიან?!” ამის შემდეგ მან რაიან გიგზმი მოკლა, რომელსაც უთხრა: “რაიან, რატომ მიეცი მას თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება?” გიგზმა უპასუხა: “მან ბურთი აიღო და ნება მივეცი”. ღმერთო ჩემო, ეს დღე დაუვიწყარი იყო!” – განაცხადა 33 წლის პორტუგალიელმა.
ნანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2007-2015 წლებში თამაშობდა.