“ნანტის” პრეზიდენტი: “რატომ ვაიძულებთ მუშას შრომას და არა ფეხბურთელს?”
“ნანტის” პრეზიდენტმა, ვალდემარ კიტამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვალდემარი თვლის, რომ საფეხბურთო სეზონი უნდა განახლდეს.
“მჯერა, რომ ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების დროა. არიან ადამიანები, რომლებიც დილის ხუთ საათზე იღვიძებენ და მეტროს საშუალებით მგზავრობენ, რათა 1200 ევრო გამოიმუშავოს სამსახურით. ამ დროს ისინი დიდ საფრთხეში იმყოფებიან.
რატომ არ უნდა დაუბრუნდნენ ფეხბურთელები სამუშაოს, თანაც ყოველგვარი უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება? რადგანაც მათ პრივლეგიები აქვთ და თავიანთ ბუშტში ცხოვრობენ? ეს არარეალურია.
რატომ ვაიძულებთ მუშას შრომას და არა ფეხბურთლს?” – განაცხადა კიტამ Le Parisien-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 2 355 676 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 162 032 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 604 615.