“ნაპოლი” რეინას სამწლიანს შესთავაზებს
იტალიური “ნაპოლი” საკუტარი მეკარის, პეპე რეინას შესყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ რეინას სატრანსფერო უფლებები “ლივერპულს” ეკუთვნის, ხოლო ნეაპოლში ესპანელი მეკარე იჯარის წესით ასპარეზობს.
იტალიური პრესის ცნობით, რეინას რამდენიმე ესპანური ვარიანტიც აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელიც “ნაპოლის” ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, რეინას სატსანფერო ფასი 5,2 მილიონი ევრო ინქება.