„ნაპოლი“ სტადიონის ტევადობას ოცი ათასით შემაცირებს
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი საშინაო სტადიონის „სან-პაოლოს“ რეკონსტრუქციას გეგმავს, რის ფარგლებშიც არენის ტევადობა 20 ათასი ადგილით შემცირდება.
„გვსურს, რომ სტადიონზე ახალი ატმოსფერო იყოს. უახლოეს კვირებში გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენი სტადიონი, „იუვენტუსის“ არენის მსგავსად, 41 ათასი ადგილისგან შედგება.
მჯერა, რომ სტაიდიონის რეკონსტრუქცია იტალიის სახმრეთ ნაწილს ააყვავებს. რატომ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიღებას? ყველაფერი მარტივია – დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფეხბურთს ინტერნეტში ან ტელევიზორში უყურებს. 41 ათასი ადგილიც, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრია.
რეკოსნტრუქცია, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დასრულდება. იმ მომენტისთვის ინტერნეტში ფეხბურთის მაყურებელთა რაოდენობა უფრო გაიზრდება“, – განაცხადა „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა.