“ნაპოლიმ” ხვიჩაში გადახდილი თანხა უკვე ამოიღო
იტალიური გამოცემა Corrieredellosport საინტერესო სტატიას აქვეყნებს და სხვადასხვა რიცხვის მარტივ კომბინაციას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიაში გადახდილი 10 მილიონი ევრო უკვე ამოიღო.
გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული 1 შეხვედრისთვის 2.8 მილიონი ევრო ეკუთვნის. “ნაპოლიმ” ჯგუფური ეტაპის 5-ვე მატჩში იმარჯვა, ამიტომ უკვე 14 მილიონი ევრო დაუგროვდა.
გარდა ამისა, მხოლოდ 1/8 ფინალში გასვლის გამო 10 მილიონი ევრო დაემატება.
გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, ნეაპოლელებმა მცირე დროში დაახლოებით 50 მილიონი ევროს მიღება შეძლეს.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი კვარას მიუძღვის, რომელიც 10 მილიონად იყიდეს და წელიწადში 1.5-1.7 მილიონს უხდიან.
როგორც ჩანს, გადახდილი თანხა ამოღებულია და მის სანაცვლოდ გრანდებს უკვე მინიმუმ 50 მილიონი ევროდან მოუწევთ შეთავაზების გაკეთება.
ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად და სპორტულად მომგებიანი გადაწყვეტილებაა.