“ნაპოლის” ხესეს იჯარით აყვანა სურს
არაა გამორიცხული, ახალგაზრდა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
როგორც გამოცემა AS იტყობინება, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის “რეალის” 22 წლის ფეხბურთელის, ხესე როდრიგესის გადაბირებას ეცდება.
წყაროზე დაყრდნობით, ნეაპოლიტანელებმა “სამეფო კლუბს” ხესეს იჯარით აყვანის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში როდრიგესმა “რეალის” მაისურით ჯერჯერობით მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.