„ნაპოლის“ პრეზიდენტი: „იმედია, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან კარგ კონტრაქტს გააფორმებს“
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტრინო პერესს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ურჩია.
„ბენიტესს ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელს ვურჩევდი, მაგრამ პერესს ჩემი რჩევა არ სჭირდება.
თუ რაფა „რეალის“ თავკაცი გახდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ორი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ფლორენტინო მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.
ვიცოდი, რომ ჩვენთან მას ბოლო სეზონი ექნება, რადგან ბენიტესს ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების წლის გახანგრძლივებაც შეგვეძლო, მაგრამ მან წასვლის მიზეზი კარგად ამიხსნა.
ორი წლის წინ უეფას საკლუბო რეიტინგში 46-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-20 პოზიციას ვიკავებთ, რითაც დიდ გუნდებს ვუსწრებთ. „იუვენტუსის“ გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელმაც ტიტული მოიგო. შემდეგ სეზონში ერთადერთი იტალიური გუნდი ვიქნებით, რომელიც ევროტურნირებზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
„ნაპოლი“ ძლიერია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ რაფასთან ერთად მუშაობა მოგვიწია. მან ამ კლუბის კულტურა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა დე ლაურენტინასმა.
იხილეთ ასევე: