“ნაპოლის” სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭებას აპირებენ
ნეაპოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩირო ბორიელომ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყება “ნაპოლის” სტადიონისთვის დიეგო მარადონას სახელის მინიჭების თაობაზე:
“ხვალიდან დავიწყებთ სტადიონ “სან პაოლოსთვის” დიეგო მარადონას სახელის მინიჭების თაობაზე მუშაობას. არენა ჩვენს საკუთრებაშია და ამის გაკეთება შეგვიძლია. გასავლელია გარკვეული ბიუროკრატიული ნაბიჯები, რასაც პატივი უნდა ვცეთ, მოვიწვევთ სახელდების კომისიას და არა მგონია, რომ რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას. დიეგო ყველაზე დიდი ფიგურა იყო “ნაპოლისთვის”. მე ახლახან ვესაუბრე ქალაქის მერს და ხვალიდან ამასთან დაკავშირებით მუშაობას დავიწყებთ”.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის იტალიური გუნდის შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი “ნაპოლის” რიგებში ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი ფორმა გააუქმა.