ნარიმანიძე: “არცერთი მწვრთნელი და მშვილდოსანი კმაყოფილი არ არის”
ქართველმა მშვილდოსანმა, ხათუნა ნარიმანიძემ რიოს ოლიმპიადაზე არც ისე წარმატებულად იასპარეზა. იგი ინდივიდუალური შეჯიბრებისის საკვალიფიკაციო რაუნდში 64 სპორტსმენიდან 34-ე ადგილზე გავიდა და 1/32 ფინალში უკრაინელ ლიდიია სიჩენიკოვასთან დამარცხდა. რაც შეეხება, გუნდურ ტურნირს, ჩვენმა სამმა მშვილდოსანმა: უკვე ნახსენებმა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ საკვალიფიკაციო რაუნდში მე-12 პოზიცია დაიკავეს და 1/8 ფინალში მექსიკის ნაკრებთან განიცადეს მარცხი.
Fanebi.Com-ი რიოში მყოფ ნარიმანიძეს დაუკავშირდა და მას, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური გამოსვლის შეფასება სთხოვა.
“ძალიან ცუდად გამოვედი. პირდაპირ გეტყვით, ასეთი შედეგი ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია. ამაზე ბევრი ვინერვიულე და ახლაც განვიცდი. ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი ჩემს წარუმატებლობაში ფსიქოლოგიური სისუსტე იყო. გული დამწყდა და ვეცდები, მომავალში გაცილებით უკეთ ვიასპარეზო.”
“რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას… არცერთი მწვრთნელი და მშვილდოსანი კმაყოფილი არ ვართ. მით უმეტეს, წლევანდელი წელი სხვა ტურნირებზე წარმატებული იყო. მსოფლიოზე მე-3 ადგილი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე მე-2 პოციზია დავიკავეთ. სადაც უკეთ უნდა გამოვსულიყავით, იქ გვიმტყუნა ნერვებმა,” – განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა Fanebi.Com-თან ინტერვიუში.