ნასრი: “გვარდიოლამ მითხრა, რომ ჩემი ადგილი “ბარსელონაშია”
გასულ ზაფხულზე “მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. პირველ სატრანსფერო ფანჯარაზევე ძალიან რამდენიმე ცვლილება განხორციელდა მანჩესტერულ კლუბში. მათ შორის, 29 წლის ფეხბურთელი, სამირ ნასრი ერთწლიანი არენდის წესით “სევილიაში” გადავიდა.
ფრანგმა მოთამაშემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან მისსა და გავრდიოლას მოკლეხნიან ურთიერთობაზე ისაუბრა.
“გვარდიოლამ მითხრა, რომ განსაკუთრებული და სპეციფიკური თვისებები მქონდა, რომლებიდან გამომიდნარეც არა “მანჩეტსერ სიტიში”, არამედ “ბარსელონაში” უნდა მეასპარეზა.”
“განვიხილეთ რამდენიემ ვარიანტი. მას უნდიოდა, რომ დავრჩენილიყავი, თუმცა დიდ სათამაშო დროს არ მპირდებოდა. ვუთხარი, რომ არ ვიყავი მის შემოთავაზებაზე თანახმა, რადგან მსურდა პრაქტიკა და ფორმაში ჩადგომა.”
“პეპმა ისიც მითხრა, რომ შეცდომას ვუშვებდი. ასე არ ვფიქრობ… “სიტისთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები, ჩემი მომავალი სწორად წარვმართო,” – განაცხადა ნასრიმ.