ნასრი პარიზელებზე: “არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ”
“მანჩესტერ სიტი” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით ფრანგულ “პსჟ-ს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩამდე პრესასთან სამირ ნასრიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წყვილში ფავორიტი “პარის სენ-ჟერმენია”.
“დიახ, “პსჟ” ფავორიტია, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – საუბედუროდ მთელი ძალებით ვერ შევძლებთ თამაშს.
ამასთანავე მათ უკვე აქვთ საკმაოდ გამოცდილება ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე თამაშისა. ჩვენთვის კი ეს პირველია. ეს ყველაფერი მათ დიდ უპირატესობას აძლევს.
მართალია, რომ მათ დიდებული კლუბი ჰყავთ, თუმცა არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ. ინგლისში ადვილი მატჩები არ არის, არასდროს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “პსჟ-სა” და “სტოკის” დაპირისპირებას, ან თუნდაც “ვესტ ჰემთან”, ან “არსენალთან”.
დღეს დიდი ოთხეული აღარ არსებობს. ინგლისში 6-7 კლუბია, რომლებიც ჩემპიონობაზე აცხადებენ პრეტენზიას. შეიძლება “ბარსელონა” ჩემპიონი გახდეს, თუმცა “პსჟ” “ბარსა” არ არის.”