ნავალკამ პოლონეთთან გაახანგძლივა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 58 წლის სპეციალისტმა ადამ ნავალკამ პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგძლივა.
ცნობილია, რომ ნავალკა პოლონეთის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ”თეთრ-წითლები” მეოთხედფინალში, პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.