NBA-ს ათი ცნობილი მოთამაშე, რომელიც, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის
დღეს იმ ათ კალათბურთელზე ვისაუბრებთ, რომელიც, შესაძლოა, დედლაინის დასრულებამდე სხვა კლუბში გადავიდეს.
ნიკოლა ვუჩევიჩი („ორლანდო მეჯიკი“)
მსურველები: „იუტა ჯაზი“, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“
გაცვლის ალბათობა: 30%
მოსალოდნელი სცენარი: მოთამაშეს იმ გუნდში გაცვლიან, რომელიც მას მაქსიმალურს ან მაქსიმალურთან დაახლოებულ კონტრაქტს შესთავაზებს.
ერიკ ბლედსოუ („ფინიქს სანსი“)
კანდიდატები: „დეტროიტ პისტონსი“, „ჰიუსტონ როკეტსი“, „მილუოკი ბაქსი“
გაცვლის ალბათობა: 35%
მოსალოდნელი სცენარი: მიიღებს „ფინიქსის“ წინადადებას და წელიწადში 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს
დევიდ ლი („გოლდენ სტეიტ უორიორსი“)
გაცვლის ალბათობა: 35%
მოსალოდნელი სცენარი: გადავა გუნდში, რომელშიც მის დაბალ ეფექტურობას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ
ჯერალდ ჰენდერსონი („შარლოტ ჰორნეტსი“)
გაცვლის ალბათობა: 40%
სავარაუდო სცენარი: გაიცვლება ბიგმენზე
როი ჰიბერტი („ინდიანა პეისერსი“)
გაცვლის ალბათობა: 40%
სავარაუდო სცენარი: ჰიბერტის მომავალი გუნდის ხელმძღვანელობა მასში „მომავალ წლის საუკეთესო უკანახაზელს“ დაინახავს
გრეგ მონრო („დეტროიტ პისტონსი“)
კანდიდატები: „ფინიქს“, „ნიუ-ორლეანი“, „პორტლენდი“, „ოკლაჰომა“, „იუტა“, „ბოსტონი“, „შარლოტი“
გაცვლის ალბათობა: 45%
სავარაუდო სცენარი: გადავა „ფინიქს სანსში“
ჯეფ გრინი
გაცვლის ალბათობა: 55%
სავარაუდო სცენარი: შესაძლოა, გრინი კვლავ კენდრიკ პერკინსზე გაცვალონ და მას დრაფტ-პიკიც დაუმატონ
რაჟონ რონდო („ბოსტონ სელტიკსი“)
კანდიდატები: „საკრამენტო კინგსი“, „ნიუ-იორკ ნიქსი“)
გაცვლის ალბათობა: 60%
სავარაუდო სცენარი: დერიკ უილიამსის, ბენ მაკლემორისა და პირველი რაუნდის პიკის სანაცვლოდ „საკრამენტოში“ გადავა
ჯეი არ სმიტი („ნიუ-იორკ ნიქსი“)
გაცვლის ალბათობა: 65%
სავარაუდო სცენარი: გაიცვლება პირველივე წინადადების მიღებისას
ამარე სტაუდემაიერი („ნიუ-იორკ ნიქსი“)
კანდიდატი: „ფილადელფია სიქსერსი“
გაცვლის ალბათობა: 80%
სავარაუდო სცენარი: გადავა „ფილადელფიაში“, შემდგომ „კლივლენდში“, „კლიპერსში“, „მიამიში“ ან „ნიუ-იორკში“ გადავა