NBA-ს ფინალური სერია „სან-ანტონიოს“ მოგებით დაიწყო
ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ საკუთარ დარბაზში 15 ქულით მოიგო.
საუკეთესო მასპინძელთა რიგებში ტიმ დანკანი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ რიგებში ლებრონ ჯეიმსი გამორიჩა, რომლის შედეგმაც 25 ქულა შეადგინა.
სათქმელია, რომ „მაიმის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაშავების გამო შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა. ამჟამად ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ფლორიდელთა ლიდერი სერიის შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მიღებას, ამის შესახებ „მაიმი“ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
„სან-ანტონიო სპურსი“ – „მაიამი ჰიტი“ 110:95 (28:20; 28:29; 20:29; 38:17)
„სპურსი“: დანკანი (21 ქ. 10 მ. 5 დ.), პარკერი (19 ქ. 8 პ.), ჯინობილი (16 ქ. 5 მ. 11 პ. 3 ჩ.), სპლიტერი (14 ქ.), გრინი (13 ქ.), ბელინელი (9 ქ.), ლეონარდი (9 ქ.), დიაო (2 ქ. 10 მ. 6 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (25 ქ. 6 მ. 3 ჩ.), უეიდი (19 ქ. 3 მ. 2 პ.), ბოში (18 ქ. 9 მ. 1 პ.), ალენი (16 ქ. 5 ჩ.), ლიუისი (10 ქ.), ჩალმერსი (3 ქ. 1 მ. 1 პ.)
ანგარიში სერიაში: 1:0 „სპურსის“ სასარგებლოდ
სერიის მეორე მატჩი 9 ივნისს კვლავ სან-ანტონიოში შედგება.
ალექსანდრე მატევოსოვი