ნედვედი: “კარგია, რომ “ბარსელონა” და “ბაიერნი” არ შეგვხვდნენ”
“იუვენტუსის” დირექტორატის წევრმა, პაველ ნედვემა ჩემპიონთა ლიგაში ტურინული კლუბის შანსებზე ისაუბრა.
“მონაკოზე ძლიერ მოწინაღმდეგესთან შეხვედრის ალბათობა დიდი იყო, თუმცა მონეგასკების დაუფასებლობაც არ შეიძლება. ეს გუნდი გასვლით შეხვედრებში ძალიან სახიფათოა. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი ტურინში გადაწყდება.
კარგია, რომ “ბარსელონა” და “ბაიერნი” არ შეგვხვდნენ, რომლებიც ევროპის უძლიერესი გუნები არიან. ისინი მაქსიმალურ დონეზე თამაშობენ” – განაცხადა ნედვედმა.