ნედვედი: “რონალდუმ “იუვენტუსი” აირჩია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პაველ ნედვედმა “ბებერი ქალბატონის” მიერ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულ მოულოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა – იტალიის ჩემპიონმა “რეალს” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადუახადა.
“ბედნიერები ვართ, კლუბში ისეთი დონის ფეხბურთელი რომ გვყავს, როგორიც რონალდუა. რა თქმა უნდა, კლუბისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან გვინდა, ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დასრულდეს, რაც მომდევნო წლებში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება.
ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ “იუვენტუსის” პოზიციიდან გამომდინარე რთული იქნებოდა ისეთი მოთამაშის დამატება, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებზე უფრო ძლიერი იქნებოდა. თუმცა, როდესაც სიტუაციას დეტალურად გავეცანით, ყველაფერი უფრო რეალური გახდა.
ფაქტია, რომ ეს ტრანსფერი რონალდუს ინტერესებში შედიოდა. მან ჩვენი კლუბი აირჩია, რაც დიდი პატივია “იუვენტუსისთვის”. მან ინგლისსა და ესპანეთში შეძლო მოგება და ძალიან გაგვიხარდება, თუ აქაც იმავეს გააკეთებს.
რონალდუ ფანტასტიკურია ყოველ ასპექტში. მას ხუთჯერ აქვს მოგებული ქოროს ბურთი. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს მოგება და უნდა, რომ საუკეთესო იყოს. თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ აქ გოლების გატანა გაცილებით უფრო რთულია,” – აცხადებს ნედვედი.