ნეიმარი: “ბარსელონაზე” უფრო დიდი გამოწვევა მჭირდებოდა”
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა, რომელმაც კატალონიის “ბარსელონა” რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა, პრესასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.
“ბარსელონაზე” უფრო დიდი გამოწვევა მჭირდებოდა. ჩემი გული ახალ ამბიციებს ითხოვდა, ამიტომაც ვარ ახლა თქვენს წინაშე. ეს ჩემი გულიდან წამოსული გადაწყვეტილებაა, პარიზში უნდა გადმოვსულიყავი.
სხვა მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. საქმე იმაში არაა, რომ “ბარსელონაში” თავს დიდ ვარსკვლავად არ ვგრძნობდი – იქ მშვენივრად ვიყავი. პარიზისგან ამას სულაც არ ვითხოვ, უბრალოდ ჩემი ოცნება გაცილებით უფრო დიდია, მინდა უფრო მეტს ვაკეთებდე.
ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცხოვრებაში ოდესმე მიმიღია. პარიზში ყველაფერი მაქვს და ძალიან მინდა აქ ბედნიერი ვიყო. ბრაზილიელ თანაგუნდელებს უკვე ვესაუბრე და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში,” – აცხადებს ნეიმარი.