ნეიმარი: “ჩემს ვაჟს ძალიან უყვარს მბაპე, ის ნამდვილი ფენომენია”
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი აღიარებს, რომ მისი ვაჟი კილიან მბაპეს დიდი გულშემატკივარია. ეს განცხადება ბრაზილიელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მბაპეს პოკერისა და ნეიმარის გოლის წყალობით “პარიზელებმა” “ლიონი” გაანადგურეს.
“ჩემს ვაჟს ძალიან უყვარს კილიან მბაპე. ვარჯიშზე წავიყვანე და მას შემდეგ სულ კილიანზე საუბრობს, უნდოდა, მასთან ერთად ფოტო გადაეღო, რათა სკოლის ამხანაგებისთვის ეჩვენებინა. ფოტო გადაიღო და ძალიან ბედნიერი იყო.
სრულად ვაანალიზებ ჩემს ღირებულებას, რა პასუხისმგებლობები მაკისრია გუნდის წინაშე და ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ. კილიანი გუნდის ტექნიკური ლიდერია და ჩვენც პატივს ვცემთ მას.
როგორც კი კილიანი რამის თქმას დააპირებს, ჩვენ მაშინვე სმენად ვიქცევით და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რაზე მიგვითითებს ის, მიუხედავად მისი ასაკისა, ის ნამდვილი ფენომენია,” – აცხადებს ნეიმარი.