ნეიმარი: “გვარდიოლას გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი”
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანელ სპეციალისტზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში გადაბარგდება. უცნობია, თუ რომელ კლუბს ერგება ეს პატივი. ფავორიტად “მანჩესტერ სიტი” ითვლება.
ნეიმარის თქმით, ერთ დღესაც ის გვარდიოლას გუნდში, რომელიც “ბარსელონას” მის გადმოსვლამდე ხელმძღვანელობდა, სიამოვნებით ითამაშებდა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მწვრთნელი, რომელთან ერთადაც ის დიდი სიამოვნებით იმუშავებდა, ნეიმარმა შემდეგი პასუხი გასცა: “დიახ, არსებობს. ეს ადამიანი პეპ გვარდიოლაა. მისით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ”.
“ძნელია თქმა, მინდა თუ არა სხვა ქვეყანაში თამაში. არავინ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვარ”.
“ალბათ, ერთ დღესაც, ბრაზილიაში დაბრუნების სურვილი გამიჩნდება. ასევე, არ გამოვრიცხავ MLS-ში გადასვლას. ეს ის ორი ქვეყანაა, სადაც თამაში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მომინდება”, – დაასრულა ბრაზილიელმა.