ნეიმარი: “გვესმის, რომ ფინალში გასვლა კარგია, მაგრამ წინ ძალიან რთული მატჩი გველის”
“იუვენტუსთან” ფინალური მატჩის წინ, ნეიმარმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ 90 წუთი გვაქვს დასამტკიცებლად, ვინ უკეთესია. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
“იუვენტუსი – დიდი, ფანტასტიკური გუნდი. გვესმის, რომ ფინალში გასვლა კარგია, მაგრამ წინ ძალიან რთული მატჩი გველის. ბუფონი – დიდებული მეკარე, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. PlayStation-ზე თამაშისას, ყოველთვის ჩემს გუნდშია, მაგრამ გამიხარდება, თუ გოლს გავუტან”.
“ბევრ ფინალში მითამაშია, მაგრამ დღეს ყველაზე განსაკუთრებულია, ჩემს კარიერაში. დღევანდელ დღეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”.
“ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა. ამას ექვსი-შვიდი წლის მანძილზე ველოდი. ახლა კი დადგა დრო, შევისრულო სურვილი”.
“მესი და სუარესი – ორი გამოჩენილი, უმაღლესი კლასის მოთამაშე. ჩვენ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც ბრწყინვალე მეგობრები ვართ და ეს ბევრ რაღაცაში მეხმარება. იმედი მაქვს, სეზონს ღირსეულად დავასრულებთ და შრომა დაგვიფასდება,”-დაასრულა ნეიმარმა.