ნეიმარი: “მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც სიკვდილის ფასად დამიჯდეს”
“მანჩესტერ სიტისთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ “პარი სენ-ჟერმენმის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს შორის გამართული პირველი შეხვედრა “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა (1-2).
“უპირველესყოვლისა, “ლენსისთან” მატჩის შემდეგ უნდა დავისვენოთ და ძალების აღდგენაზე ვიზრუნოთ. ამის შემდეგ კი სრულად უნდა ვფოკუსირდეთ ჩემპიონთა ლიგაზე.
“მანჩესტერ სიტისთან” გამართული პირველი მატჩი ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენ ძალებში უნდა ვირწმუნოთ იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს სტატისტიკა და როგორია შანსები.
ვფიქრობ, ყოველ პარიზელს უნდა სჯეროდეს ჩვენი! მე ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები. პირველი სწორედ მე ჩავერთვები ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც სიკვდილის ფასად დამიჯდეს,” – აცხადებს ნეიმარი.