ნეიმარი: რაც მარადონამ გამიკეთა, არასოდეს დამავიწყდება
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიხსენა ბავშვობის პერიოდი, როცა ის მარადონას შეხვდა.
“მაადონას რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ არ დამავიწყდება მასთან შეხვედრა, როცა 12 ან 13 წლის ვიყავი. “სანტოსის” აკადემიის წევრი ვიყავი. ბრაზილიისა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელებს შორის მატჩი გაიმართა, რომლის საყურებლადაც წავედი.
ბრაზილიელთა ავტობუსი მთლიანად გაივსო, ამიტომ არგენტინელი ფეხბურთელების ავტობუსში მოვხვდი. პირველ რიგში ალეხანდრო მანკუსო და დიეგო მარადონა ისხდნენ, მათ გვერდით დამსვეს. ისინი კარგად მექცეოდნენ. როცა სტადიონზე მივედით, არგენტინელთა გასახდელში შემიყვანეს. მარადონასთან ფოტოც კი გადავიღე. დამიძახეს, რომ მათთან ერთად ფოტო გადამეღო. ამ ჟესტს არასოდეს დავივიწყებ”, –