ნეიმარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ბრაზილიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2012 წლის 19 აგვისტოდან, 2014 წლის 27 იანვრამდე ჰეთ-თრიქების შესრულება ლიბერტადორესის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2013 წლამდე ბრაზილიურ “სანტოსში” თამაშობდა, საიდანაც შემდეგ “ბარსელონაში” გადაბარგდა.