ნეიმარი: “საუკეთესო მოგონება? როცა “ბარსელონაში” თამაშის დროს პსჟ დავამარცხეთ”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს, ნეიმარს კარიერის განმავლობაში მიღებული ემოციების შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” თამაშის დროს მისი ამჟამინდელი კლუბის, პსჟ-ის დამარცხება გაიხსენა.
როგორც იცით, 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” პარიზული კლუბი 6:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 6:5 იმარჯვა.
“მსგავსი რამ, რაც მე-6 გოლის გატანის შემდეგ ვიგრძენით, არასოდეს განმიცდია… ეს შეუდარებელი იყო! საუკეთესო მოგონება გასახდელიდან? არ ვიცი… როცა “ბარსელონაში” თამაშის დროს პსჟ დავამარცხეთ, ამის შემდეგ ყველანი გაგიჟებულები ვიყავით. დარწმუნებული ვარ, ეს თითოეული ჩვენგანისათვის საუკეთესო შეგრძნება იყო”, – განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ესპანურ გამოცემებში ხშირად იწერება.
Neymar: "My best memory as a footballer? When we won against PSG with FC Barcelona"
— Oh My Goal (@OhMyGoalUS) July 13, 2019