ნეიმარი: “ცდება ის, ვისაც საფრანგეთის ჩემპიონატი იოლი ლიგა ჰგონია”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონატები შეადარა.
“რონალდინიოს ვეთანხმები: ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი იოლი ლიგაა. აქ ფიზიკა უმაღლეს დონეზეა. საფრანგეთში ფიზიკურ მონაცემებს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე ესპანეთში. ლა ლიგაში ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი საკმაოდ რთული ტურნირია.
ძნელია თამაში ორი ხაზის წინააღმდეგ, რომელსაც ოთხ-ოთხი ორმეტრიანი ფეხბურთელი ამაგრებს. მოედანზე მუდმივად გადაწყვეტილებების ძიებაში უნდა იყო.
რაც შეეხება მსაჯობას, არბიტრი თამაშს აკონტროლებს, ის უფროსია. მისი მოვალეობა ჩასტვენა და არამხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელის დაცვაა”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Le10sport-ი.
27 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენის” ფორმით მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ოცი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.