ნეიმარი: ,,ვერასოდეს ვიქნები მესიზე და რონალდუზე უკეთესი”
კატალონიის ,,ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ნეიმარი ინტერვიუში საუბრობს მის სამომავლო კარიერაზე. იგი ასევე საუბრობს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე.
,,არ ვიცი ოდესმე მივაღწევ თუ არა მესიმდე ან რონალდუმდე. ისინი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მე ყოველდღე ვაგრძელებ მუშაობას ჩემს თავზე. ყოველთვის მსურს, გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი”.
,,ყველაფერი დროის ამბავი. ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვუმატებ. ევროპაში ჩემი გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ბედნიერი ვიყავი ,,სანტოსში”, მაგრამ მსურდა ახალი გამოწვევა.
ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ასევე ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელზეც ისაუბრა. იგი ორი სიტყვით შეეხო მის ეროვნული ნაკრების კაპიტნად არჩევას. ,,არ ვიცი დუნგამ მე რატომ ამირჩია. ეს რთული კითხვაა. მას ჰქონდა მიზეზი,რადგან მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილებით და მსურს, გავამართლო მათი ნდობა,” – განაცხადა ნეიმარმა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.