ნეიმარის დამატება “მილანსაც” მოუნდა
ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ნეიმარის დამატების სურვილი “მილანმაც” გამოხატა.
“როსონერის” პრობლემა მოთამაშის ფინანსური მოთხოვნაა. ახლა ნეიმარის ანაზღაურება 50 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიელები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანონ და მას 15-20 მილიონი ევრო გადაუხადონ. “მილანი” იმედოვნებს, რომ თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას საკუთარ თავზე “პარი სენ-ჟერმენი” აიღებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს გასული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.
ნეიმარის დამატების სურვილი ტურინის “იუვენტუსმაც” გამოთქვა და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაც გამართა.