ნეიმარის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ოდენობა ცნობილი გახდა
გავლენიანი ესპანური გამოცემა As საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვირუსულად გავრცელდა საფეხბურთო სამყაროში – როგორც ცნობილი ხდება, ნეიმარის გამოსყიდვა 2020 წლიდან ნებისმიერ კლუბს 160 მილიონ ევროდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პარიზულ გრანდს 2017 წლის აგვისტოში შეუერთდა. მაშინ, საფრანგეთის ჩემპიონმა “ბარსელონას” ნეიმარის ტრანსფერში რეკორდული ოდენობის თანხა გადაუხადა (დაახლოებით 220 მილიონი ევრო).
საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ნეიმარის მთავარი მიზანი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლისას ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება იყო. თუმცაღა მისი გეგმები ჯერ ვერ სრულდება, ამიტომაც დიდია შანსი, რომ მან საფრანგეთი დატოვოს.
ნეიმარის გადაბირებით ამ დროისთვის ორი ესპანური გრანდი – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებულები.