ნეიმარის ყოფილი აგენტი: “ნეიმარი და მესი ერთად კვლავ ითამაშებენ”
ნეიმარ ჟუნიორის ყოფილი აგენტი, ანდრე კიური, თვლის, რომ “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას “ბარსელონაში” ნეიმარის დაბრუნების ძალა შესწევს.
“ბარსელონაში ათი წლის მანძილზე ვცხოვრობდი, ქალაქის ყველა კუთხეს ვიცნობ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნეიმარი კვლავ ბარსელონას დაუბრუნდება.
“ბარსელონას” კარი ნეიმარისთვის ღიაა. ფანებმა იციან, რომ აქიდან წასვლით შეცდომა დაუშვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს თავადაც გაანალიზა.
ორი წლის წინ, ნეიმარმა ფორმალურად მთხოვა ბარსელონაში დაბრუნება. ვცადეთ და საკმაოდ ახლოს ვიყავით პარიზის დატოვებასთან. მაგრამ გარკვეული დეტალების გამო, ტრანსფერი არ შედგა.
ლაპორტა ერთადერთია, ვისაც მათი გაერთიანება შეუძლია. მესი “ბარსელონას” არ დატოვებს. მან გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ბარსელონაშია. ნეიმარი და მესი ერთად კვლავ ითამაშებენ, მაგრამ “ბარსელონაში”, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა El Litoral-თან საუბრისას.