ნეიმარის რამდენი მაისური გაყიდა “პარი სენ-ჟერმენმა” ბოლო 30 დღეში?
ბოლო ერთი თვის მანძილზე “პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალურ მაღაზიაში ნეიმარის უამრავი მაისური გაიყიდა. Daily Mail-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, ნოემბრის დასაწყისამდე პარიზელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის მაისურების მარაგი ამოეწუროთ.
ბოლო 30 დღის განმავლობაში, პსჟ-ის ოფიციალურ მაღაზიაში ნეიმარის 120 000 მაისური გაიყიდა, რითაც კლუბმა დაახლოებით, 9 მილიონი ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ფრანგულ კლუბში ჩატარებულ ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.