ნეიმარმა ბისექსუალ მამინაცვალს შეურაცხყოფა მიაყენა – ფეხბურთელს LGTB+ საზოგადოება უჩივის
ნეიმარის ოჯახში საპნის ოპერა გრძელდება. როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის დედამ, ნადინ გონსალველშმა რომანი 23 წლის ტიაგო რამოსთან გააბა. რამდენიმე დღის წინ წყვილს კონფლიქტი მოუვიდა, მათ ნეიმარის დედის სახლში ერთმანეთთან იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, გონსალვეშმა ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნეიმარმა მეგობრებთან დედისა და მისი რჩეულის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა, საუბრის ჩანაწერი კი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. 28 წლის თავდამსხმელმა ტიაგო რამოსს “Viadinho” (პორტუგალიურ ენაზე, ამ სიტყვით უხეშად მოიხსენიებენ ჰომოსექსუალ პიროვნებას) უწოდა.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ბრაზილიაში, LGBT+ საზოგადოებამ ნეიმარს უჩივლა. ორგანიზაცია ცდილობს, რომ ტიაგო რამოსის ინტერესები დაიცვას.
Vaza audio de Neymar contando sobre a briga da Mãe com namorado dela Tiago Ramos pic.twitter.com/KGVY7ycdK9
— Garoto do Blog 🗣 (@garotxdoblogofc) June 5, 2020