ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 2, 2018

2 ივლისს რუსეთის ქალაქ სამარაში კიდევ ერთმი მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართა, სადაც მსოფლიო ჩემპიოანტის მეოთხედფინალში გასასვლელად მექსიკისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მექსიკელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბრაზილიელებს. მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ტაიმი მშრალად დასრულდა.

მეორე ტაიმში კი მექსიკური კერკეტი კაკალი ვილიანის პასმა და ნეიმარის დარტყმამ გატეხა. ამან მექსიკელებს წინ წასვლა აიძულა და მეტი სივრცე გამოიყენა, რაც ახლადშემოსულმა ფირმინომ გამოიყენა და მეორე გოლიც შეაგდო.

ასე რომ ბრაზილია მეოთხედფინალშია და ბელგია-იაპონიის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
1/8-ფინალური ეტაპი
ხორვატია – ისლანდია 2:0 (0:0)
გოლები: ნეიმარი 51′ ფირმინო 89′

მსგავსი სიახლეები