ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენში” იმდენივე მატჩი გამოტოვა, რამდენიც ჩაატარა

თარიღი: ოქტომბერი 23, 2019

22 ოქტომბერს “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბელგიაში “ბრიუგე” გაანადგურა (0:5). აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო ნეიმარ ჟუნიორმა.

შედეგად კი ძალიან საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს ვიღებთ – “პარიზელთა” სუპერვარსკვლავმა საფრანგეთში გადაბარგების შემდეგ ზუსტად იმდენი მატჩი გამოტოვა, რამდენიც ჩაატარა – 63.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა სეზონის დასაწყისი ტრავმიანობის გამო გააცდინა. ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში მას მხოლოდ ხუთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მსგავსი სიახლეები