ნეიმარმა პრესკონფერენციაზე იტირა და დარბაზი დატოვა (ვიდეო)
10 ნოემბერს, იაპონიისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:3) დასრულების შემდეგ, ბრაზილიელთა ლიდერმა, ნეიმარმა პრესკონფერენციაზე იტირა.
25 წლის ფეხბურთელს კითხვა კავანისთან მომხდარ ინციდენტზე დაუსვეს. მან კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, ფრანგული პრესა კი სხვადასხვა ამბავს იგონებს. ამის შემდეგ, ნეიმარზე საუბარი ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაიწყო. ტიტეს სიტყვების დროს “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ცრემლები ვერ შეიკავა და დარბაზი დატოვა.
“თუ ნებას მომცემთ, ნეიმარზე ვისაუბრებ. ერთ წელზე მეტია, რაც ერთად ვმუშაობთ. დავიღალე იმის მოსმენით, რომ თითქოს, მე ნეიმართან პრობლემები მაქვს. პირიქით, ის კარგი ადამიანია, რომელიც გუნდში დადებით განწყობას ქმნის.
ცხადია, ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეცდომასაც ვუშვებთ. ნეიმარს დიდი გული აქვს, რის გამოც ის ყველას უყვარს”, – ციტირებს ტიტეს სიტყვებს “მარკა”.