ნეიმარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რჩებოდა ნეიმარის მომავალი და ამ უკანასკნელის შესაძლო დაბრუნება კატალონიის “ბარსელონაში”. თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მსგავს სპეკულაციებს ვეღარ ვხვდებოდით.
“აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, რომ კიდევ დიდი ხნის მანძილზე დავრჩე. ასევე, იმედი მაქვს, რომ კილიან მბაპეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი არ არის – გუნდის ყველა გულშემატკივარს ასე სურს. ჩვენ გვინდა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” დიდებულ კლუბად ვაქციოთ. ამისთვის კი უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი და ვიყოთ ბედნიერები.
დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვთვლი, რომ ჩემ გარშემო ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა,” – აცხადებს Transfermarkt-ის მიერ 128 მილიონ ევროდ შეფასებული ნეიმარ ჟუნიორი.