ნეიმარს მომდევნო სეზონიდან ხელფასი თითქმის გაუორმაგდება
“ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარს მომდევნო სეზონიდან ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდება.
“ასის” ცნობით, 2016/17 წლების სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯამაგირის სახით 9,1 მილიონის ნაცვლად 17,6 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისათვის, ნეიმარსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისს გასდის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ხელფასს მოუმატებს ლიონელ მესისაც.