ნეკა დოროყაშვილი: “ნიკოლოზმა გამომიცხადა, მე მეფე ვარ და ჩემი ქვეშევრდომი უნდა იყოო”

თარიღი: აგვისტო 16, 2022

ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი” სასამართლოზე ნეკა დოროყაშვილის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს.

“ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.

2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი”,- განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, როგორც ნელი დოროყაშვილმა განმარტა, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დედა ამბობდნენ და აჯერებდნენ, რომ ის იყო შეურაცხადი. დოროყაშვილის განმარტებით, ეს ხდებოდა მისი ორსულობის დროს.

“როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს”, – აცხადებს დოროყაშვილი. როგორც მან განმარტა, მეუღლეს 2020 წელს გაეყარა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა სატელეფონო საუბრისას მაინც გრძელდებოდა ბასილაშვილის მხრიდან.

„მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას 2016 წელს სამი ტელეფონი დაუმსხვრია იმის ვარაუდით, რომ მტკიცებულებები არ შეეკრიბა.

ამასთან, დოროყაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფა მის მიმართ შვილის თანდასწრებითაც ხდებოდა.

“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, – აცხადებს დოროყაშვილი.

მისივე თქმით, მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იმის გამო, რომ მათი შვილი დღენაკლული დაიბადა.

“მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ჩოგბურთელისა და დოროყაშვილის საქმე უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ნიკოლოზს 100 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანა აბაშიძე: “ასეთი არაფერი მინახავს, სასამართლოს თანამშრომლები ბასილაშვილთან ფოტოებ

დღეს სასამართლო ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. დოროყაშვილის ადვოკატი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე სოციალუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელად. მისი აზრით, ეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ღირსეული საქციელი – 5000 ლარი უანგაროდ!

გიორგი დიდებაშვილის ამბავი ლამის მთელმა საქართველომ გაიგო. ახალგაზრდა ლეიკემიას ებრძვის, მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პირადი ცხოვრების პრობლემები? – ბასილაშვილმა ზედიზედ მე-9 მატჩი წააგო

საქართველოს ნ1 ჩოგანმა ნიკა ბასილაშვილმა მონპელიეს 250 ქულიან ტურნირზე 152-ე ნომერთან, დამირ-ჯუმჰურთან 6:1, 5:7, 6:2 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გვარამია ბასილაშვილზე: “ყველაფერზე მისი შერჩეული ადვოკატი მეტყველებს”

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ნ1 ჩოგანზე, ნიკა ბასილაშვილზე სოციალურ ქსელში დაწერა. “ნიკა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფარულ ვიდეო-ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. “2 დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” ვიდეო-ჩა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავსტრალია ჯოკოვიჩთან 2-1 დაწინაურდა

ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა. მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

Breaking: ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს

სერბი ჟურნალისტი ქსენია პავლოვიჩი ნოვაკის მამაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს. ნოვაკი სასამართლომ გაათავისუფლა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: “ჩემი შვილი თავისუფალი სამყაროს სპარტაკი გახდა”

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ საზღვარზე აუცრელობის გამო არ გადაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისგან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

Breaking: ავსტრალიამ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და სახლში უშვებენ

ავტრალიამ მსოფლიო ნ1 პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და საზღვარზე არ შეუშვა. ჯოკოვიჩი მელბურნში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს (ფოტო)

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს. გერმანელი შარლოტა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კახი კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში, მეორე ტურის წინ კახი კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. სოციალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლით?

27 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა