ნეკა დოროყაშვილის პასუხი ნიკა ბასილაშვილს: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!”…”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა, ნეკა დოროყაშვილმა ჩოგბურთელის 31 იანვრის წერილს უპასუხა, სადაც ბასილაშვილმა შვილს, ლუკას მიმართა.
“ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს, ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები. უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესიც სხვაობრივია. ზოგადად მცირედი ყურადღებაც კი წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ყველაფერი ცოტა მანიპულირების სახეს იძენს. პროვოკაციებს, დაგეგმილ მანიპულირებას რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! აი ასე გამოიყურება მთელი წლის ნაჯაფარი სანტასთვის, ვითომ შენახული საჩუქრები, რომელიც ალბათ სანტამაც არ ჩაიბარა.”
“საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს? ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი. ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. თუ ესე გაგიჭირდა, ანგარიშის მომწერე და დაგეხმარები. თუმცა როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დისკრედიტაციას ეწევა თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გიკვირდეს. მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი ბავშვის მოვლისთვის მთელი 2020 წლის განმავლობაში. ყოჩაღ”, – დაწერა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში.
31 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლუკას მიმართა.
“წერილი ჩემს შვილს ლუკას.
მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.
რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ.
მიყვარხარ და მენატრები”.
დოროყაშვილი ბასილაშვილს და მის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს.