“ნელა, მაგრამ სწორად ვბრუნდები”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, დარენ ფლეთჩერი თვლის, რომ იგი ნელ-ნელა უბრუნდება თავის საუკეთესო ფორმას.
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიელი დეკემბერში დაურბუნდა ფეხბურთს. ბოლო ხანებში კი ხშირად უხდება დარენს დევიდ მოიესის გუნდში თამაში.
30 წლის დარენი გამოტყდა, რომ თავისი თამასით კმაყოფილია და მომავალი პროგრესის იმედიც აქვს.
“თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ნელა, მაგრამ სწორი გზით ვიბრუნებ ფიზიკურ და სათამაშო ფორმას. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით ბოლო თვეების განმავლობაში და ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიყურები.”
“ახლა მხოლოდ გაგრძელება მსურს, მინდა ზაფხული კარგად გავატარო და მომდევნო სეზონში დავბურნდე, რათა გუნდში ადგილის დაკავებისთვის” – განუცხადა ფლეთჩერმა “იუნაიტედის” ოფიციალურ ვებ-გვერდს.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/