ნელი ნაბიჯით წარმატებისაკენ ! – გენიოსებს არსად არ ეჩქარებათ
კატალონიურმა გაზეთმა Sport-მა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩიდან (რომელშიც “ბარსელონამ” 2-0 დაამარცხა “არსენალი”), თავი რამოდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს მოუყარა.
ესპანური გამოცემის ყდაზე ლეო მესია გამოსახული, ფოტოს ამშვენებს წარწერაც : “სიარული მხოლოდ გენიოსებისთვისაა”.
როგორც იცით, მესი კიდევ ერთხელ მოგვევლინა “ბლაუგრანას” ლიდერად და “არსენალის” დამსჯელად, რომლის კარშიც უკვე 8 გოლი აქვს გატანილი.
ლეომ მეორე ტაიმში ორჯერ მოახერხა პიტერ ჩეხის კარში გოლის შეგდება, რამაც ყველასათვის ნათელი გახადა, რომ არგენტინელი გოლეადორი ამ ფანტასტიური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.
ძალიან საინტერესო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეო მესიმ ყველა იმ ფეხბურთელზე ნაკლები ირბინა, რომლებიც მატჩში პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ.
მესიმ “ემირეიტსზე” 8.4 კილომეტრი დაფარა, გაცილებით ნაკლები ვიდრე მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ანდრეს ინიესტამ (11.4 კმ.). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მესიზე მეტი ხავიერ მაშერანომაც ირბინა (9.2კმ.), რომელმაც შემდგომში მატჩის შემდგომ ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო.
Sport-ის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ლეო მესიზე ორჯერ მეტი ირბინა.
Distance covered in the UCL this season:
MESSI ???????? 31625 m in 360 minutes
CRISTIANO ???????? 64085 m in 629 minutes
— ME5SISTATS (@MessiStats) February 25, 2016
რა თქმა უნდა ეს რიცხვები არც ისე ობიექტურია, გამომდინარე იქიდან, რომ მესი კარგა ხნის მანძილზე იყო ტრავმირებული. თუმცა მაინც: მესი საშუალოდ მატჩში 7.9 კილომეტრს დარბის, მაშინ როდესაც რონალდო – 9 კმ.-ს.
ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ მესი გენიოსია, რომელიც ინსტიქტებზე დაყრდნობით მოქმედებს. ფეხბურთელი, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება და როდესაც მისი დრო მოვა, მას შეუძლია რომ ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს. მას არ სჭირდება ენერგიის უაზრო ხარჯვა.
ცეზარ ლუის მენოტიმ ერთხელ აღნიშნა: “მესის შეუძლია, რომ ერთ მომენტში მოედანზე თავის ცოლ-შვილთან ისაუბროს … შემდგომ კი მიიღოს ბურთი და მოიგოს მატჩი”
რაც შეეხება მთლიანი გუნდის მონაცემებს, “ბარსამ” “არსენალზე” ნაკლები ირბინა. ასე რომ, სუარესისა დ ნეიმარის შრომამ შედეგი ვერ გამოიღო, რომლებმაც 10 კილომეტრზე მეტი დაფარეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აღწევს MSN ასეთ წარმატებას.